მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქოთომს შეულებუნ - კვერცხ რე '' - ჯეჯელავას მეტი არ შეუძლია ...

,,ქოთომს შეულებუნ – კვერცხ რე ” – ჯეჯელავას მეტი არ შეუძლია და ბავშვს სკოლაში ვაშლი თავად გაატანეთ

Published on

,ქოთომს შეულებუნ კვერცხ რე ( ქათმის შესაძლებლობის ზღვარი კვერცხია) '' –  ვაშლების პროგრამა, რომელიც   თბილისის  10 სკოლაში ამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო მხოლოდ დეკემბრამდე გაგრძელდება.
 
განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამ მოკლევადიან და ათ სკოლაზე გათვლილ პროგრამაზე მოქილიკე საზოგადოებას ეხმაურება:
 
ვაშლების პროგრამას  პირველი და მთავარი ეფექტი მოჰყვა ის, რომ ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ლაპარაკობს ამაზე –  სწორედ მედიის დახმარებით, მთელი ქვეყნის ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ისევე მნიშვნელოვანია, რას ჭამს ბავშვი სკოლაში, როგორც ის, თუ რას სწავლობს.
 
სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა მიიტანეს და მიირთმევენ. ოჯახებმა მიაქციეს ყურადღება თავიანთი შვილების ჯანსაღი კვების საკითხს. ჩვენი ამოცანა ეს იყო სწორედ, რომ მედიის დახმარებით მთელი ქვეყნის ყურადღება მიგვექცია იმისთვის, რომ ბავშვი რას ჭამს სკოლაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვათ, რას სწავლობს და რა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობს. ეს პროგრამა ძალიან ხალისიანად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ასევე ხალისიანად გაგრძელდება", – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
 
 

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...