მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაეროს მონაცემებით, საქართველო იმ ათეულშია, სადაც 65 წლამდე კაცთა სიკვდილიანობის პროცენტული...

გაეროს მონაცემებით, საქართველო იმ ათეულშია, სადაც 65 წლამდე კაცთა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია

Published on

გაეროს 2017 წლის დემოგრაფიულ კვლევის სედეგებით,  საქართველო  იმ ქვეყნების ათეულში შედის, სადაც 65 წლამდე კაცთა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია.
 
სტატისტიკის მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთია. რუსი მამაკაცების 43%  65 წლის ასაკამდე კვდება. უკრაინასა და ბელარუსში ეს მაჩვენებელი ცოტა დაბალია – 40%. მეოთხე ადგილს 37%-ით მოლდოვა იკავებს, მეექვსეზე კი ლიტვაა 36%-ით. კაცთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია საქართველოში, აზერბაიჯანში, ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სომხეთსა და ესტონეთში.
 
ევროპაში კაცთა სიკვდილიანობა ყველაზე დაბალია ისლანდიასა და შვეიცარიაში. მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს. კაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობით შეუძლიათ იტრაბახონ შვედებმა, იტალიელებმა, ჰოლანდიელებმა, მალტელებმა და ნორვეგიელებმა, სადაც 65 წლამდე კაცთა სიკვდილიანობა 11%-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობის სიაში ისლანდია, კვიპროსი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი ლიდერობენ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...