მთავარისიახლეებიკულტურაწლევანდელი ნობელიანტი იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კაძუო იშიგურო გახდა

წლევანდელი ნობელიანტი იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი კაძუო იშიგურო გახდა

Published on

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2017 წელს იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს კაძუო იშიგუროს გადაეცა. ამის შესახებ სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის ნობელის კომიტეტმა განაცხადა.
 
„იშიგურომ თავისი დიდი ემოციური ძალის რომანებში დაგვანახა უფსკრული, რომელიც სამყაროსთან კავშირის ჩვენეული ილუზორული გაგების მიღმა იწყება“, – განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელმა.
 
კაძუო იშიგურო  ნაგასაკიში დაიბადა,  ხუთი წლისა იყო, როცა  მისი ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. 1978 წელს იშიგურო ბაკალავრის ხარისხს იღებს კენტის უნივერსიტეტში, ხოლოს 1980-ში კი მაგისტრის ხარისხს აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში. ამჟამად ცხოვრობს ლონდონში,  მეუღლესთან და  ქალიშვილთან ერთად. 
 
1986 წელს რომანისთვის მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი მას ვაითბრედის პრიზი, ხოლო 1989 წელს რომანისთვის ,,დღის ნარჩენები'' ბუკერის პრემია მიენიჭა.
 
იგი არის ავტორი ასევე  გახმაურებული რომანებისა  ,,მთების მკრთალი ხედი'', ,,დაუშოშმინებელი'',  ,,როცა ობლები ვიყავით''. 
 
 მისი ერთერთი ყველაზე ცნობილი   ნამუშევარია  ,,ნურასდროს გამიშვებ'', რომელიც   ბუკერის პრიზზე იყო წარდგენილი 2005 წელს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩა მის კონკურენტ ფინალისტს ჯონ ბანვილს. რომანი შესულია ყველა დროის საუკეთესო ინგლისური რომანის ასეულში, რომელიც ჟურნალმა Time – მა შეადგინა.
 
რომანის მოქმედება მიმდინარეობს უჩვეულო სკოლა-ინტერნატში, სადაც  ადამიანების კლონირება ხდება ცოცხალი დონორების შესაქმნელად, ორგანოების გადანერგვისთვის. რომანის კინოვერსია, რომელიც 2010 წელს ბრიტანელმა რეჟისორმა მარკ რომანეკმა გადაიღო,    ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ კინოფილმად არის აღიარებული.  
 
ფილმში მთავარ როლებს კირა ნაიტლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ.  აშშ-ში სურათი 2010 წელს გამოვიდა ეკრანზე, დიდ ბრიტანეთში კი – ერთი წლის შემდეგ. ცნობილმა კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ფილმს უმაღლესი შეფასება მიანიჭა – 4 ვარსკვლავი. ფილმმა რამდენიმე პრესტიჟული პრემიაც მოიპოვაЮ
ეკრანიზებულია მისი წიგნიც ,,დღის ბოლოს'' , იგი  ცნობილმა რეჟისორმა ჯეიმს აივორიმ გადაიღო, ს ფილმში მთავარ როლებს ისეთი მსახიობები ასრულებენ, როგორიცაა ენტონი ჰოპკინსი, ემა ტომპსონი, პიტერ ვაუ და ჰიუ გრანტი.
 იშიგუროს ბოლო ნამუშევარია ,,დასამარებული გოლიათი''

ხვალ ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში გამარჯვებულს დაასახელებს.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...