მთავარისიახლეებისაზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 3 სკოლის კვების ბლოკში აღინიშნა შეუსაბამობები

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 3 სკოლის კვების ბლოკში აღინიშნა შეუსაბამობები

Published on

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სასკოლო დაწესებულებებში კვების ბლოკების შემოწმება განახლდა. ასევე მიმდინარეობს სააგენტოს მიერ სკოლის სასადილოებისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების გადამოწმება. შემოწმებული 15-მდე სკოლის კვების ობიექტიდან აჭარაში ერთი სკოლის – ქობულეთის 2–ე სკოლის კვების ობიექტი დროებით დაიხურა, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ სამუშაო საქმიანობა იქ განახლებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 494 სკოლის სასადილო შემოწმდა. შემოწმებისას 3 სკოლის კვების ბლოკში აღინიშნა შეუსაბამობები (გამწოვი სისტემების გაუმართაობა, რეცხვა-დეზინფიცირების სისტემის და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა), რის გამოც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციების და მითითებების გათვალისწინების შემდეგ სამივე ბიზნესოპერატორმა საქმიანობა უკვე განაახლა. „სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინტენსიური შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო და კერძო სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის სასადილოებში მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობის სისტემების ფუნქციონირება, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, პროდუქციის ეტიკეტირება და ა.შ.“ – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...