მთავარისიახლეებიპოლიტიკახმელნიცკი. შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან

ხმელნიცკი. შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან

Published on

 საქართველოს პრეზიდენტს და უკრაინის ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს დიდძალი ხალხი დახვდა უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში, სადაც იგი  როვნოს შემდეგ ჩავიდა.
უკრაინის დღევანდელობა და უახლოესი პერსპექტივები,  პოროშენკოს რეჟიმის მოახლოებული დასასრული და ევროპული ღირებულებების გამარჯვების გარდუვალობა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების გეგმები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად – ამ საკითხებზე ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილმა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შედგა.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ხმელნიცკის მოსახლეობას მიწვევისა და  მხარდაჭერისთვის და კიევში 17 ოქტომბერს დაგეგმილ დიდი სახალხო შეკრებაზე მიიწვია ისინი. 
 
 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...