ძველი 50 თეთრიანი ხმარებიდან პირველ იანვარს გადის

0
410
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს. ამას ეროვნული ბანკის საბჭოს შესაბამისი ბრძანება ითვალიწინებს. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.
 
2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
წინა სტატიაპირველი იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება
შემდეგი სტატიათურქეთი საკუთარი კოსმოსური სადგურის შექმნას გეგმავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური