მთავარისიახლეებისამართალიეკატერინბურგის სასამართლომ ბათუმში ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეუფარდა

ეკატერინბურგის სასამართლომ ბათუმში ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეუფარდა

Published on

ეკატერინბურგის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო ძებნაში მყოფ 33 წლის უზბეკეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობასა და მკვლელობაშია ბრალდებული, პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გამოცემა Znak.com-ს ადგილობრივი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
 
გამოცემის ინფორმაციით, ძებნილი ქალი ეკატერინბურგის პოლიციამ ჯერ კიდევ 23 სექტემბერს დააკავა, ახლა კი, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
 
Znak.com წერს, რომ უზბეკეთის მოქალაქე 2012-2013 წლებში ბათუმში საკუთარი თანამემამულეების პროსტიტუციით დაკავების იძულებაშია ბრალდებული. ამავდროულად, ქართველი ძალოვნების მტკიცებით, ინტიმური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ის გოგონებს დასჯით ემუქრებოდა. 
გამომძიებლების მტკიცებით, ერთ-ერთ გოგონას მან მუქარა აუსრულა და საკუთარი თანამემამულე მოკლა, რომელიც პოლიციისთვის ყველაფრის მოყოლას აპირებდა.
 
უზბეკეთის მოქალაქეს საქართველოში ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული და ოცდახუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...