მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს თბილისის სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო, მაგრამ ამ იდეის ავტორი შესაძლოა სულ...

დღეს თბილისის სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო, მაგრამ ამ იდეის ავტორი შესაძლოა სულ მალე განათლების მინისტრის პოსტს დაემშვიდობოს

Published on

ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს თბილისის სკოლებში ვაშლებს დაარიგებს, თუმცა არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული,  ,,ვაშლების დარიგება'' ან მსგავსი ინოვაციის გატარება შესაძლოა ერთერთ უმაღლეს სასწავლებელში მოუხდეს, სადაც რექტორად გადაყავთ.
 
,,პრესა გე '' თავის წყაროზე – სახელმწიფო კანცელარიის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით  წერს, რომ   პრემიერი  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გეგმავსსაკადრო ცვლილებებს , რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავაც შეეწირება. პრემიერ კვირიკაშვილს, წინა კვირას საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა ალექსანდრე ჯეჯელავასთან, რომელიც სხვათაშორის, სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით გახდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. თუმცა, უკვე დღეს, კვირიკაშვილის გარემოცვა თვლის, რომ ჯეჯელავამ იმედები ვერ გაამართლა და „მხოლოდ ვაშლების დარიგება ვერ გადაწყვეტს განათლების სფეროში არსებულ ღრმა პრობლემებს“ – წერს ინტერნეტგამოცემა.  
 
„ის, შესაძლოა, რექტორობისათვის მოამზადონ, თუმცა, სავარაუდოდ, განათლების მინისტრის პოსტს დაემშვიდობება“, – აცხადებენ სახელმწიფო კანცელარიაში.-  რადგან   საეჭვო კორუფციული გარიგებების, ნეპოტიზმისა და ბიზნეს-ინტერესების ლობირების გარდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართ წმინდა პროფესიული პრეტენზიებიც დაგროვდა. 
 
ალექსანდრე ჯეჯელავას პრობლემები აქვს თავისივე მოადგილეებთან. მწვავე აზრთა-სხვადასხვაობის პარალელურად, რომელიც უკვე იქცა განხეთქილების ვაშლად, „ჯეჯეს“ დირექტორთა ნაწილი, მოადგილე და დეპარტამენტების უფროსებიც უპირისპირდებიან.
ისინი თვლიან რომ მინისტრი, საკუთარი ცოლისა თუ ოჯახთან დაკავშირებული კომპანიების მფარველობით უფროა დაკავებული, ვიდრე რეალური რეფორმებით.
 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში,ამ ინფორმაციას ს ოფიციალურად არავინ ადასტურებს. 
 
თუმცა, სახელმწიფო კანცელარიაში დიდი სამთავრობო ცვლილებებისათვის ემზადებიან, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჯეჯელავას გარდა, რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტსაც იკავებს, თანამდებობიდან გათავისუფლება იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარსაც ემუქრება. 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...