მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველი გუშინ დეპუტატების უფლებების დარღვევასა და აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე საუბრობს

სახალხო დამცველი გუშინ დეპუტატების უფლებების დარღვევასა და აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე საუბრობს

Published on

სახალხო დამცველის  შეფასებით,გუშინ მეწრიის შენობასთან გამართულ აქციაზე  პარლამენტის წევრების უფლებები დაირღვა, როდესაც ისინი დედაქალაქის მერიაში არ შეუშვეს.
 
"დეპუტატებს აქვთ უფლება, შევიდნენ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში და მათი უფლება არის დარღვეული,“ – აღნიშნა ომბუდსმენმა.მერიასთან გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.
 
ომბუდსმენი ადასტურებს, რომ დედაქალაქის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებულებს დაზიანებები ნამდვილად აღენიშნებათ. 
„ის, რომ რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები კუნთზე და ერთ-ერთ მათგანს ფიქსატორი გაუკეთეს, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს, მიუთითებს, რომ აქციის დაშლის დროს, მინიმუმ, რამდენიმე დაკავებულს გარკვეული დაზიანება მიადგა და ეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არის შესასწავლი," – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
მისი  თქმით, დაკავებულები სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატმა დოკუმენტაცია გამოითხოვა, რათა მომხდარი დეტალურად შეისწავლონ.
 
განცხადებები უჩა ნანუაშვილმა მისი ახალი კამპანიის პრეზენტაციაზე გააკეთა. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...