კატალონიელები საყოველთაო გაფიცვას იწყებენ. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები არ იმუშავებს. საპროტესტო აქცია პროფკავშირისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა დაგეგმეს და განაცხადეს, რომ ამგვარად ესპანეთის ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევას აპროტესტებენ, რასაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს ჰქონდა ადგილი.კატალონიის ლიდერები ამბობენ, რომ კენჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათში, ადგილობრივი მთავრობა ესპანეთიდან გამოყოფის მიზნით, უკვე სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს.ოფიციალური მადრიდი კენჭისყრას არალეგალურად ცნობს. ვითარების დარეგულირების მიზნით, ესპანეთის მთავრობამ ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო.კატალონიის საკითხზე დებატები ევროპარლამენტშიც გაიმართება. ევროკომისიამ კატალონიის ლიდერები გააფრთხილა, რომ ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის შემთხვევაში, რეგიონი ევროკავშირის გარეთ დარჩება.
სიახლეები
კონფლიქტები
უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
"დნიპროპეტროვსკის...
სიახლეები
ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...
საზოგადოება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა.
ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...
საზოგადოება
როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში
გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...