მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერიასთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

თბილისის მერიასთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

Published on

თბილისის მერიასთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მერიასთან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. 
 
აქ ერთ საათში, 14.00 საათზე იწყება აქცია, რომელიც ტარდება   საკებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც თაბორის მთაზე და პუშკინის სკვერთან მიწის 2 ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა და ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილს გადაეცა. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.  
„ჩვენ დღეს ვეუბნებით არას ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას და იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ მიიღო, რამდენიმე დღის წინ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თბილისის ცენტრში, თბილისის გულში, პუშკინის სკვერში, ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ტერიტორია და თაბორის მთაზე მდებარე სარეკრეაციო ზონა. ეს განუკითხაობა თბილისში უნდა დასრულდეს,“ – აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან'' ზაალ უდუმაშვილი. 
 
აქციის მონაწილეების მთავრი მოთხოვნა იქნება, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა. 
 
 
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...