მთავარისიახლეებისპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამძიმარი კლუბ "ზუგდიდის" მეკარის შოთა მამინაშვილის ოჯახს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამძიმარი კლუბ “ზუგდიდის” მეკარის შოთა მამინაშვილის ოჯახს

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კლუბ "ზუგდიდის" მეკარის – შოთა მამინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ ფედერაცია საკუთარ ვებგვერდზე წერს.
 
"1 ოქტომბერს, მცხეთა პარკზე გასამართი ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასა" და "ზუგდიდს" შორის, მატჩის დაწყებამდე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო გადაიდო. თამაშის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა ზუგდიდელთა მეკარე შოთა მამინაშვილი, რომელიც გუნდის ექიმისა და სასწრაფო დახმარების გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოთა მამინაშვილის დაღუპვის გამო და გულითადად თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდსა" და მის გულშემატკივრებს", – ნათქვამია განცხადებაში.
 
ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილი მოთელვის დროს გარდაიცვალა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...