მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საქართველო არ არის თქვენი ბოსტანი“ - ევროპული საქარტველოს საპროტესტო აქცია თბილისში, პუშკინის...

,,საქართველო არ არის თქვენი ბოსტანი“ – ევროპული საქარტველოს საპროტესტო აქცია თბილისში, პუშკინის სკვერში

Published on

არ უნდა განმეორდეს ქვეყანაში ის, რაც წლების წინ ხდებოდა და თბილისელებმა არ უნდა დაუშვან, რომ 1 ლარად მილიარდელებმა მიიტაცონ დედაქალაქის ქონება. – განაცხადა გუშინ თბილისში  პუშკინის სკვერში გამართულ საპროტესტო აქციაზე,,ევროპული საქართველოს'' ერთერთმა ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა პარტიიდან ელენე ხოშტარიამ – საკრებულოს მიერ თაბორის მთისა და პუშკინის ქუჩის ნაწილისთვის ზონის სტატუსის შეცვლა და მცდელობა ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადასცენ,არის თავხედობა, რომელიც არავის შერჩება.''
 
ზოგს ჰგონია რომ პროტესტს აზრი არ აქვს და ზოგს ჰგონია, რომ თუ დარბაზიდან  ხელების მოგრეხვით ერთხელ გამოგვიყვანენ რაღაც გაუვიდათ. არაფერი არ გაუვიდათ ვერც ერთი ზონდერი, ვერც ერთი შეცდომაში შეყვანილი პოლიციელი, ვერც ერთი მილიარდელი ვერ გააჩერებს ჩვენ პროტესტს იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ იდეისთვის ვიბრძვით. ჩვენ ფულისთვის არ ვიბრძვით“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
 
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გოკა გაბაშვილმაც:  „არ არსებობს ასეთი სითავხედე ვინმეს შერჩეს. არც თბილისია ის ქალაქი, რომელიც ასეთ სითავხედეს ვინმეს შეარჩენს, არც საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ასეთ სითავხედეს ვინმეს შეარჩენს. არ გამოვა, რომ აი ასე ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ მიაღწიონ გამარჯვებას. რომ მილიარდელმა ქალაქს მოსტაცოს, მოპაროს მიწა ბოტანიკური ბაღის და შეუერთოს თავის  ეზოს. არ გამოვა, რომ გამოწკეპილი კალაძე ფოტოშოპში გადაღებული ვითომ მწვანე ნარგავებით, ვითომ გალამაზებული თბილისით იწონებდეს თავს. დღეს ვაჟბატონებს, „ქართულ ოცნებას“ თავისი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია ჰქონდათ „ჩემი საქართველო აქ არის“. ყველას საქართველო აქ არის მაგრამ საქართველო არ არის თქვენი ბოსტანი“ – განაცხადა მან. 
 
 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...