მთავარისიახლეებიმსოფლიომარსელში ტერორისტი გამვლელებს დანით დაესხა თავს, მოკლულია ორი გოგონა

მარსელში ტერორისტი გამვლელებს დანით დაესხა თავს, მოკლულია ორი გოგონა

Published on

გუშინ საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რკინიგზის სადგურზე მამაკაცი გამვლელებს დანით თავს დაესხა. გარდაცვლილია ორი  გოგონა, ერთი 17, მეორე –  20  წლისა. 
პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა და  მოკლა.
,,როიტერსის'' წყაროს ინფორმაციით,  მარსელში მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი პოლიციამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე  29 სექტემბერს ლიონში, ყაჩაღობის საქმეზე დააკავა. მოგვიანებით ის მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. ირკვევა, რომ ეჭვმიტანილს  პირადობის დამადასტურებელი 8 სხვადასხვა დოკუმენტი ჰქონდა, 
,,მკვლელს 8 სხვადასხვა სახელი ჰქონდა. ყოველი დაკავებისას ის განსხვავებულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა. ამან ძალიან გაართულა საქმე. დაბადების ადგილად ის ხან საფრანგეთს, ხან კიდევ ალჟირს ასახელებდა“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.- შესაბამისად, მისი ნამდვილი ვინაობა დაუდგენელი რჩება. 
 
დღეს რკინიგზის სადგურში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა

სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ „როიტერი“ ტერორისტების საინფორმაციო სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით იუწყება.
„მარსელის რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმაში, რომლის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკია“ პასუხისმგებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
 

 

 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...