მთავარისიახლეებიპოლიტიკაკითხვები მშენებარე სტადიონის ირგვლივ- ურთიერთბრალდებები მერიასა და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის

კითხვები მშენებარე სტადიონის ირგვლივ- ურთიერთბრალდებები მერიასა და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის

Published on

ზუგდიდში მშენებარე სტადიონის უეფას სტანდარტების შეუსაბამობასთან დაკავშირებით პირველი ფოტო-ვიდეო მასალა  სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას შტაბმა განაცხადა, რომ რომ სტადიონს ბეტონის სარტყელი აქვს შემოვლებული, რომელიც ფეხბურთელების უსაფთრხოებასა და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, მათივე თქმით სტადიონი უეფას სტანდარტებს არ შეესაბამება. ქალაქ ზუგდიდის მერიაში გამოეხმაურნენ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი (ზვიად) სიჭინავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტის საფეხბურთო სტადიონის სტანდარტების შეუსაბამოდ მშენებლობასთან დაკავშირებით. მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსის მამუკა ლოგუას მტკიცებით, სტადიონზე გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. მამუკა ლოგუამ წარმოადგინა 2015 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს დომენტი სიჭინავა, მაშინდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აწერს. ამის საპასუხოდ დომენტი სიჭინავამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა , რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პროექტზე ხელმოწერის უფლება არ აქვს, მას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია.სტადიონისთვის, რომელიც უეფას სტანდარტების მესამე კატეგორიის სტანდარტებით შენდება, ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...