მთავარისიახლეებიპოლიტიკააუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო ცვლილებებია - გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო...

აუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო ცვლილებებია – გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან დაითხოვეს

Published on

აუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო ცვლილებებია . გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია, რომელიც  უშუალოდ იყო პასუხისმგებელი და ზედამხედველი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შემოწირულობებზე,  თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
 ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.
 
„მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ 
 
თანამდებობას ტოვებს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კიდევ ერთი მოადგილე დევი ვეფხვაძე.
არსებული ინფორმაციით,  აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა წარსულში "ქართუ ბანკის" დირექტორმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა შეინარჩუნა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...