მთავარისიახლეებისაზოგადოება1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

Published on

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 682 900 ხანდაზმული ცხოვრობს და მათი უმეტესობა სიღარიბის ზღვარზეა.
 
 
საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დღეს, როცა გაბატონებული კულტურა ახალგაზრდობისკენაა მიმართული, ხანდაზმულები მზარდ იზოლაციასა და მარგინალიზაციას განიცდიან. ხანდაზმულთა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის, საზოგადოებაში მათი მონაწილეობისა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხები მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.
 
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა.  გაეროს პრინციპია სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება და ხანდაზმული ადამიანების მიერ, საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის შეფასებით, მოუწოდებს სახელმწიფოებს ჩართონ ისინი, როცა ეს შესაძლებელი იქნება, თავის ეროვნულ პროგრამებში. იგივე დღე – 1 ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბრის  N467 ბრძანებულების თანახმად, ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ არის გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში.
 
ასაკობრივი დისკრიმინაცია, ძალადობა, გულგრილობა, ბიოლოგიურ ოჯახთან მიახლოებული ფიზიკური გარემოს, მათზე ზრუნვის სტანდარტების, მათი უნარების, ინტერესებისა (რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება) და შესაძლებლობების (ინტელექტუალური, ფიზიკური) გათვალისწინებით,  ინდივიდუალური მიდგომების, საკანონმდებლო ბაზისა და მათი უფლებების დაცვის ინსტიტუტების არ არსებობა პრობლემათა მცირე ჩამონათვალია რასაც ინსტიტუციებში მცხოვრები ხანდაზმულები განიცდიან.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....