მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინული მედია: ,,მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება ოდესაში'',

უკრაინული მედია: ,,მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება ოდესაში”,

Published on

,,მიხეილ სააკაშვილის ტრიუმფალური დაბრუნება ოდესაში'', ,,ოდესა თავის გუბერნატორს ხვდება'' – ამ სათაურებით ქვეყნდება უკრაინულ მედიაში ფოტორეპორტაჟები ოდესიდან, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მხარადმჭერებს შეხვდა.  ხელისუფლების ყველა ცდა შეეზღუდა შეხვედრის მასშტაბები კრახით დასრულდა, ხალხმა ტიტუშკები დაიფრინა, პოლიციის კორდონები გაარღვია და მიაწყდა დიდების მოედანს, სადაც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა იყო დანიშნული.  

მადლობა, რომ არ დამივიწყეთ, მეც არასოდეს დაგივიწყებთ, ჩვენ ერთად დავამარცხებთ უკრაინაში არსებულ ბოროტ რეჟიმს '' – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს. 
 
უკრაინის ოპოზიციურ ძალთა მოძრაობის ლიდერმა ილაპარაკა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ოპოზიცია, რომელიც უკრაინის წინსვლისა დ განვითარების სახელით უპირსპირდება პოროშენკოს ხელისუფლებას.
 
მან ბოდიში მოუხადა ოდესელებს იმისთვის, რომ ვერ შეძლო რეფორმების გატარება ოდესაში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გადაულახავცი წინააღმდეგობის პირობებში და მოუწოდა ხალხს შეუერთდდეს 17 ოქტომბერს კიევში დაგეგმილ დიდ სახალხო შეკრებას, ვეჩეს, (როგორც უწოდებს უკრაინული მედია ამ შეკრებას) და სხვებთან ერთად მოითხოვოს პრეზიდენტ პოროშენკოს იმპიჩმენტი. 
 
შეხვედრა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყო, ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ იყო მისული. სწორედ ამ დროს მოხდა ინცინდენტი, რომელიც ხელისუფლების მიერ იუო პროვოცირებული – აცქიის ადგილის საპირისპირო მხარეს  რამდენიმე ათეული სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა  შეიკრიბა, სავარაუდოდ ,,ტიტუშკა'' და მაღალხმაზე ჩართო მუსიკა, რომ დაეხშო აქციაზე გამოსვლელთა  ხმა. 
 
მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა პოლიციისადმი ამაო მიმართვის შემდეგ თავად სცადეს ძალისმიერი მეთოდით გამოერთოთ მუსიკა, რასაც შეხლა–შემოხლა მოყვა. დაპირისპირბულთა შორის პოლიციის კორდონი ჩადგა, მათ ალყა შემოარტყეს ტიტუშკების მანქანს , რომელზედაც ხმის გამაძლიერებელი აპარატურა იყო დამონტაჟებული, რის შემდეგაც მუსიკა გამორთეს. ტიტუშკები მიხეილ სააკაშვილის მისვლამდე გააპარეს
 

 

 

 

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...