მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდამოკიდებულებები იცვლება? - აფხაზურ მედიაში გამოჩნდა ფორმულირება : ,,აფხაზეთის განთავისუფლება საქართველოს...

დამოკიდებულებები იცვლება? – აფხაზურ მედიაში გამოჩნდა ფორმულირება : ,,აფხაზეთის განთავისუფლება საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებისაგან”

Published on

ამ დღეებში ოკუპირებულ სოხუმში ზეიმით აღნიშნავენ ,, აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და აფხაზი ხალხის  სამამულო ომში გამარჯვების დღეს''. 
 
დღეს დილით დიდების პარკში მივიდნენ დაღუპულთა მშობლები და ახლობლები,  ომისმონასწილეები, რაფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და საზიგადიოებრივი გაერთიანებების, ურქეთში აფხაზური დიასპორის , კაზაკთა მოძრაობის   წარმომადგენლები, სასულიერო პირები. . სხვებთან ერთად მემორიალი გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის თვადაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ძალთა მოსამსახურეებმა.
 
დღეს გაიხსნა აფხაზეთის გმირების – გენერალ სერგეი დბარისა და გენერალ სულტან სოსნალიევის ძეგლები. მთელ აფხაზეთშუი მიმდინარეობს აქცია,,უკვდავი პოლკი''. 
 
ამ საღამოს აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართება საზეიმოსაღამო, რომელიც გამარჯვების დღეს ეძღვნება. 
 
აღსანიშნავია, რომ აფხაზურ მედიაში გამოჩნდა ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული ფორმულირება – ,,აფხაზეთის განთავისუფლება საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებისაგან''  – ანუ აქცენტები ქართველიხალხიდან შევარდნაძის ჯარებზე გადააქვთ.  კონფლიქტის აღქმის ეს სახეცვლილებაუბრალო  შემთხვევითობას არ გავს.  დამოკიდებულებები იცვლება? 
 

 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...