მთავარისიახლეებისაზოგადოებაცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის ნამუშევრები ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინა

ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის ნამუშევრები ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოიფინა

Published on

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში აშშ-ს საელჩოს მსოფლიოში ცნობილი ფოტოების გამოფენა მოეწყო. ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის ნამუშევრები ასახავს ამერიკის დასავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობას. 30 წლის განმავლობაში თავის ექსპედიციებში ის წერდა ინტერვიუებს, აკეთებდა ხმის ჩანაწერებსა და გადაიღო 40 000-ზე მეტი ფოტო.მისი ფოტოები ითვლება  მკვიდრი ამერიკელი მოსახლეობისა და კულტურის ამსახველ ყველაზე ზუსტ, სრულყოფილ და მშვენიერ დოკუმენტებად. გამოფენაში გამოყენებულია ედუარდ კურტისის  ნამუშევრები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექციიდან.გამოფენა ერთობლივად გაიმართება  საქართველოს ეროვნულ, აბრეშუმის და კინოსა და თეატრის მუზეუმებში 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე. გამოფენა ქართველმა კურატორებმა მოაწყვეს ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...