მთავარისიახლეებისაზოგადოებამზის ქარი და ჩრდილოეთის ციალი ,,ავრორა ბორეალისი'' ანუ ბორიამო დღასანწალი...

მზის ქარი და ჩრდილოეთის ციალი ,,ავრორა ბორეალისი” ანუ ბორიამო დღასანწალი დედამიწაზე

Published on

დედამიწა დღეს საღამომდე  დარჩება  მზის ქარიშხლის ნაკადში, რომელშიც გუშინ მოყვა –  NOAA რამდენიმე თვეა აფრთხილებსდა მოსახლეობას, რომ   28-29 სექტემბერს პლანეტაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაფიქსირდებოდა, მართლაც ქარიშხლის დონემ G3-ს მიაღწია.( მაქსიმალური დონე მეხუთეა.
 
27 სექტემბრის ღამით მზის ქარი და მისგან გამოწვეული მაგნიტური ქარიშხალი წამში 300 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა, გუში 650-700 კილომეტრამდე წამში, რაც ორჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელს.  დღეს სიჩქარე ნელნელა ეცემა და საღამოსთვის დაბალ ნიშნულამდე დავა, თუმცა საბოლოო ჩადგომა ხვალ დილისთვის არის მოსალოდნელი. ამ დროისთვის დედამიწა გავა მზის ქარის მოქმედების არეალიდან.   
NOAA-ს ცნობით, შემდეგი 24 საათის განმავლობაში პლანეტაზე არსებული ქარიშხლების გაგრძელების საფრთხე 60-80%-ია.
შეგახსენებთ, მზის ქარი წარმოადგენს პლაზმის ნაკადს, რომელიც  უწyვეტად მომდინარეობს მზის  ატმოსფეროდან და მთელ სისტემას ავსებს. ამ ნაკადის სიჩქარე მით უფრო  იზრდება, რაც უფრო შორდება  მზეს. 
 
 
 
მაგნიტური ქარიშხლის დროს კიდევ უფრო აქტიურდება ჩრდილოეთის ციალი, ეს  არის  პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათება (ლუმინესენცია) , რომელიც წარმოიშობა ,  მაგნიტოსფეროში შემოჭრილი  მზის ქარის დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედებით. ისინი წარმოქმნიან ნათეას როცა ეხლებიან ჰაერის მოლეკულებს ატმოსფეროს ზედა ნაწილში, დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე  მიწის ზედაპირიდან. ყვითელი, წვანე და ჭითელი ფერები  ჟანგბადის მოლეკულებთან ურთიერთქმედების სედეგია, ხოლო ლურჯი და იისფერი – აზოტის  ,,დამსახურებაა''.  პოლარული ნათების მეცნიერული სახელია aurora borealis  ,,ავრორას  ციალი'', რომელიც მან  ცისკრის ქალღმერტის რომაული სახელისგან მიიღო, მეცნიერებიი ამსახელს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ჩრდილოეთის ციალი ვერ ითავსებს ამ თვისებას გამოვლინდეს სამხრეთ პოლუსზეც, რომელსაც  იქაური  მეცნიერები და საზოგადაოდ ავსტრალიელები   aurora australis-ს, სამხრეთის ციალს  უწოდებენ 
 
პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღე-ღამტოლობის დროს) აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5×1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5, 5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
 
გუშინ და დღეს ავრორა ბორეალისი განსაკუთრებით კარგად  ჩანს მიჩიგანის შტატის სამხრეთით, ილინიოსში, მინესოტაში, ვისკონსინსა და ვაშინგტონში . წუხელ შვედეთში ჩრდილოეთის ციალი იმდენად მკვეთრი იყო, რომ მისი დანახვა ნისლისა და ურბანული განათების მიუხედავად იყო შესაძლებელი
 
 
 
 
 

 

 

 

 

სიახლეები

კალაძე აქტივისტებზე- ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, ტრილერს მათი ჩართულობით თავიდან გადაიღებდა

ამ ადამიანების სახეებს რომ ვუყურებდი, ნუ, არ ვიცი, უბრალოდ წარმოუდგენელია. მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ...

კობახიძე აქციის მონაწილეებზე- მზად ვართ დავეხმაროთ, ვუმკურნალოთ

ჩვენ ვნახეთ სახედაკარგული ორკები, ნაცი ორკები, რომლებიც გუშინ ატარებდნენ აქციას, ისტერიკულ მდგომარეობაში არიან ეს...

აშშ-ს სასამართლომ ჰარვარდისთვის დაფინანსების შეჩერებაზე ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის დაფინანსების...

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დგებუაძე...