მთავარისიახლეებისაზოგადოებაათონის მთაზე 80 წლიანი პაუზის შემდეგ უწყვეტი ქართული წირვა-ლოცვა აღდგა.

ათონის მთაზე 80 წლიანი პაუზის შემდეგ უწყვეტი ქართული წირვა-ლოცვა აღდგა.

Published on

 ათონის  მთაზე 80 წლიანი პაუზის შემდეგ უწყვეტი ქართული წირვა-ლოცვა აღდგა. – ინფორმაციას ამის ესახებ ათონის წმიდა მთის წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერი, მამა ერმოლაოსი (ჭეჟია) ავრცელებს
 
 
 
"მეგობრებო, ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა! – წერს იგი – უკანასკნელად უწყვეტი წირვა-ლოცვა ქართველი ბერების მიერ აღესრულებოდა პანტელეიმონის მონასტრის კუთვნილ წმ. სტეფანეს სახ. სენაკში, სადაც 1919 წელს ივერონის მონასტრის სენაკიდან გამოყრილმა 17 ქართველმა შეაფარა თავი. სამწუხაროდ, 1932 წლის 4 სექტემბერს (ძვ, სტილით) ამ სენაკს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც რამდენიმე ბერი იმსხვერპლა, სრულიად დაიწვა ბიბლიოთეკა და არქივი. მას შემდეგ ათონზე ქართულ ენაზე უწყვეტი წირვა-ლოცვა ბერებს აღარ აღუვლენიათ.''
 
 
გილოცავთ ჩემო მეგობრებო, ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დიად მოვლენას და ყველას გთხოვთ, ვილოცოთ ერთად ახალ ქართულ სავანეში მოღვაწე ბერებისთვის: წინამძღვარი – არქიმანდრიტი გრიგოლი, საძმო: მღვდელმონაზონი ეგნატე, ბერი მალაქია და მორჩილი დავითი", – ნათქვამია მამა ერმოლაოსის წერილში.
 

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...