მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თუ ვაჟკაცი ხარ, აქაც გამომიარე'' – მიხეილ სააკაშვილი იაროშს უკრაინის უშიშროების...

,,თუ ვაჟკაცი ხარ, აქაც გამომიარე” – მიხეილ სააკაშვილი იაროშს უკრაინის უშიშროების სამსახურში მისვლამდე შინ ეპატიჟება

Published on

 „მე არსად გავქცეულვარ, კიევში, საკუთარ ბინაში ვცხოვრობ და თუ შენ ასეთი მამაცი ხარ, შემდეგში, როდესაც მორიგი ინსტრუქციების მისაღებად უკრაინის უშიშროების სამსახურში მიხვალ, აქაც გამომიარე, მე ახლოს ვარ“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დიმიტრი იაროშს, რომელმაც 
განაცხადა რომ უკრაინის ხელისუფლებას საზღვარზე გადმოსვლის დროს  მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ცეცხლი უნდა გაეხსნა, 
 
 „უკრაინის მოხალისეობრივი არმიის“ ხელმძღვანელმა  იაროშმა უკრაინულ გამოცემა „აპოსტროფთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლება ძალიან რბილად მოიქცა, რითაც სახიფათო პრეცედენტი შექმნა, ,,მე, ხელისუფლების დგილზე, ცეცხლს გავხსნიდი. სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ საზღვრების დარღვევა არ დაუშვას. თუ საზღვრები დარღვეულია, სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. რას ვიზამთ, თუ ახლა ხარკოვის ოლქში იანუკოვიჩი მოინდომებს საზღვარზე გადმოსვლას და იტყვის: „თუ სააკაშვილისთვის შეიძლება, მე რით ვარ ნაკლები?“… ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა მან 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...