მთავარისიახლეებისაზოგადოება,,საქართველოს გაუმარჯოს" - პრინცმა ჰარიმ ტორონტოს თამაშებზე გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები...

,,საქართველოს გაუმარჯოს” – პრინცმა ჰარიმ ტორონტოს თამაშებზე გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები გადასცა

Published on

კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტულ თამაშებში, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს.
გამარჯვებულებს ოქროს მედლები პირადად ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ გადასცა და  ქართველ სამხედროებთან ერთად წარმოთქვა:  ,,საქართველოს გაუმარჯოს!" 
,,ინვიქტუმ გეიმსი''  გაერთიანებული სამეფოს პრინცის, პრინც ჰარის მიერ არის დაფუძნებული და მისი პატრონაჟით მიმდინარეობს. ამ შეჯიბრებაში   ქართველი სპორტსმენები უკვე მესამედ მონაწილეობენ.  
დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. 
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა, სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა.
 
 
ქართველ სამხედროებს კანადაში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 
,,„დიდი სიხარულით და ამავე დროს სიამაყით მინდა მივულოცო ჩვენს გმირ ბიჭებს კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტულ თამაშებში – Invictus Games-ში გამარჯვება. 
ჩვენმა დაჭრილმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ბრიტანეთის ნაკრებს მოუგეს და დამსახურებული ოქროს მედლები მოიპოვეს. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას, სიცოცხლით სავსე, აქტიურ ცხოვრებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ!“, – აღნიშნულია პრემიერ მინისტრის მილოცვაში.
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...