პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

0
377
გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ინიციატივით შედგა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისთვის  შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით.
 
როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების – ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს – მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს. 
წინა სტატიაქობულეთის სკოლის 12 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა
შემდეგი სტატია,,საქართველოს გაუმარჯოს” – პრინცმა ჰარიმ ტორონტოს თამაშებზე გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები გადასცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური