მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დაიფიცე ყურანზე, რომ ,,ქართულ ოცნებას'' მისცემ ხმას '' – შენების მოძრაობა სკანდალურ...

,,დაიფიცე ყურანზე, რომ ,,ქართულ ოცნებას” მისცემ ხმას ” – შენების მოძრაობა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

Published on

„შენების მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ დმანისის სოფლების მოსახლეობას ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს. 
 
დავით უსუფაშვილის პარტიის ცნობით, სოფელ ირგანჩაის მცხოვრებლებს მმართველი პარტიის დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი სთხოვს ყურანზე დაიფიცონ, რომ 21 ოქტომბერს ბიულეტენში 41-ს შემოხაზავენ. 
 
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დავალებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი იძლევა. გარდა ამისა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ბოლო პერიოდში გახშირდა ზეწოლისა და დაშინების ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძრაობამ უკვე მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...