მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში, სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, 28 ათასი...

უკრაინაში, სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული

Published on

უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული, – ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.„უკრაინის პოლიცია, ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სოფელ კალინოვკისა და მიმდებარე სოფლების ევაკუაციას ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, ევაკუირებულთა რიცხვმა 28 ათასს მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულაროგორც ცნობილია, გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა განაცხადა, რომ გამოძიება მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, სავარაუდოდ, საუბარია გარე ფაქტორებზე.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...