მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ არის მზის გვირგვინი თავად მზეზე ცხელი? ნასას კოსმოსური ზონდი 2018...

რატომ არის მზის გვირგვინი თავად მზეზე ცხელი? ნასას კოსმოსური ზონდი 2018 წელს მზის ატმოსფეროში შევა

Published on

NASA ისტორიული ექსპედიციისთვის ემზადება. მეცნიერები მომავალ წელს მზეზე ზონდის გაგზავნას გეგმავენ. ის გახდება პირველი აპარატი, რომელიც მზის ატმოსფეროში შევა. 2024 წელს კი, მას გარეშემო შემოუვლის და დედამიწაზე მონაცემებს გამოაგზავნის.
 
ზონდის დახმარებით, მეცნიერები შეძლებენ დაადგინონ, რატომ არის მზის ატმოსფერო და გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი. მისი უმთავრესი ამოცანაა შეისწავლოს მზის სიახლოვეს არსებული პლაზმის ნაწილაკები და მათი ზეგავლენა მზის ქარზე. 
 
ხომალდმა ჯერ რამდენიმე კრიტიკული გამოცდა უნდა გაიაროს. აპარატი მზეს 7 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება და მოუწევს გაუძლოს 1371 გრადუს ცელსიუსს და ძლიერ გამოსხივებას.
 
 
აპარატის გაშვებისათვის 20 დღიანი ფანჯარა 2018 წლის 31 ივლისს გაიხსნება. ზონდს გაშვების შემდეგ მოუხდება გრავიტაციული  მანევრების რამდენიმე სერიის განხორციელება ვენერას სიახლოვეს და საბოლოო ჯა,ში იგი მაქსიმალკურად მიუახლოვდება მზეს, დაახლოებით 9 მზის რადიუსის მანძილზე. მისია გათვლილია შვიდ წელიწადზე . 
 
ექსპედიცია მზეზე NASA-ს მილიარდ-ნახევარი დოლარი უჯდება. ამ დღეებში კოსმოსურ აპარატს სახელი გადაარქვეს –  Parker Solar Probe.პროექტს ეს სახელი ცნობილი ამერიკელი ასტრონომის იუჯი ნიუმენ პარკერის პატივსაცემად უწოდეს. 89 წლის მეცნიერი პარკერი არის ავტორი ერთერთი პირველი ნაშრომისა მზის ქარის თავსებურებათა და გეომაგნიტურ ველთან მისი ურთიერთქმედების შესახებ. მან შეისწავლა მზის ატმოსფეროს მოდელი და მისი გვირგვინისგან მომდინარე ნივთიერება, და მივიდა დასკვნამდე, რომ მზის ქარის სისწრაფე მატულობს მზისგან დაშორების ზრდის პროპორციულად და ზებგერით ნიშნულს აღწევს. 
 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...