მთავარისიახლეებიპოლიტიკაქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე მდიდარი მინისტრების სამეულში შედის, მთავრობა მის მეუღლესაც...

ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე მდიდარი მინისტრების სამეულში შედის, მთავრობა მის მეუღლესაც სოლიდურ თანხას უხდის ლობირებისთვის

Published on

„მედიატორის“ 2017 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
 
ანგარიშის თანახმად,  შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე მდიდარი მინისტრების სამეულში შედის. ფინანსური თვალსაზრისით მყარად დგას ფეხზე მისი მეუღლე არმინ ჰუტენლოხერიც, როელიც  კომპანია "რეს-საზოგადოებრივი და კორპორატიული ურთიერთობები" 100%-ის მფლობელია და მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს საქართველოს მთავრობისაგან ლობისტური საქმიანობისთვის.
 
 საკმარისია ითქვას, რომ  2016 წელს ქეთევან ციხელაშვილის მეუღლის ფირმას სახელმწიფომ 100 ათასამდე ლარი გადაურიცხა, რის საფასურადაც იგი საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში უნდა დახმარებოდა. 
 
რა ფირმაა ეს, თვით პრემიერმინისტრის მრჩეველმა, თედო ჯაფარიძემაც არ იცის, იგი  ამბობს, რომ ქეთევან ციხელაშვილის მეუღლის ფირმის საქმიანობა მისთვის უცნობია. 
 
ოპოზიცია მინისტრის მეუღლის კომპანიის დაქირავებას და მისთვის ჰონორარის გადარიცხვას აპროტესტებს.
 
საქართველოს მთავრობის ლობისტებით  "ნიუ იორკ თაიმსიც" დაინტერესდა.
ამერიკული გამოცემის საგამოძიებო პროექტში ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრუკი ვილიამასი მონაწილეობდა, რომელიც ამბობს, რომ მათი ყურადღება იმ თანხებმა მიიპყრო, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამერიკულ ლობისტურ კომპანიებზე ხარჯავს. 
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...