მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძის ცინიკური შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძის ცინიკური შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

Published on

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. 
 
„ბონუსის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას რაც შეეხება, ამას ესაჭიროება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ეს პროცედურა დაიწყება აუცილებლად მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა. პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ პროცესში. 6 თვის განმავლობაში, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში, თუმცა ახლა შეუძლია პირველად შეასრულოს კონსტრუქციული როლი, ვეტო დაადოს კანონპროექტს იმ დაპირებების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას. ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების დატოვება და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ორი კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
შეთავაზების ცინიზმი მთელი სისრულით ჩანს საპარალმენტო ურავლესობის მხრიდან დაძრულ ნიაღვარში, რომელიც  პრეზიდენტისკენ წარიმართა ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე და შემდეგაც. 
 
,,პრეზიდენტი ყველანაირი თვალსაზრისით გასცდა როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ ფორმატს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 
 
"პრეზიდენტი ჩაება პოლიტიკურ თამაშში და გარკვეულ პლატფორმას იქმნის თავისთვის. როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური და კორექტული თვალსაზრისით, იგი გასცდა ყველა ფორმატს კონსტიტუციურსაც და ადამიანურსაც", – განაცხადა პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
 
რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას – ამ შეთავაზებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე  გამოეხმაურა:
 
მისი თქნით, ვითარება, რომელიც შექმნილია კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოუდგენელია.
'"მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას",- განაცხადა დოლიძემ. 
 
 
"ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის, რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. კონსტიტუცია არ არის ვინმეს ანგარიში, ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა გაუძლოს საუკუნეებს"- აღნიშნა დოლიძემ.
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...