მთავარისიახლეებიკონფლიქტებიინგუშეთში დოკუ უმაროვის სამარხს მიაგნეს

ინგუშეთში დოკუ უმაროვის სამარხს მიაგნეს

Published on

დოკუ უმაროვს, რომლის ნეშტი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვა,  კავკასიის ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობა რუსეთისაგან სრულიად განსხვავებული რაკურსით იცნობდა – იგი    რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დაწყების დღიდან იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და ამ ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის დაჯილდოებული იყო ორი ორდენით – ,,ერისღირსება'' და ,,ეროვნული გმირი''. 
ჩეჩნეთის პირველი ომის (1994-96 წლები) შემდეგ დოკუ უმაროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა. პრეზიდენტ ასლან მასხადოვის და ვიცეპრეზიდენტ აბდულჰალიმ სადულაევის დაღუპვის შემდეგ, 2006 წელს კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად გამოცხადდა.
 
 

 დოკუ უმაროვი სამკვდრო – სასიცპოცხლოდ იყო დაპირისპირებული ვლადიმერ პუტინთან და მის ემისართან რამზან კადიროვთან, რაც კარგად ჩანს მის ვიდეომიმართვებში , რომელიც მის დაღუპვამდე ინტენსიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში  და  სადაც იგი   რამზან კადიროვის მმართველობის პერიოდში ჩეჩენი ხალხის არნახულ დამცირებაზე და დაშინებაზე საუბრობდა….

ერთერთ ასეთ ვიდეომიმართვაში დოკუ უმაროვი რამზან კადიროვის მიერ ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებში ჩადენილ მკვლელობებსაც იხსენებს… ,,მასხადოვმა რამდენიმეჯერ სთხოვა პუტინს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დამსხდარიყვნენ… თუმცა მან მასხადოვი ტერორიზმში დაადანაშაულა და არ შეხვდა, ხოლო კადიროვს რამდენჯერმე შეხვდა და გადაეხვია… უმცროს კადიროვს, რომელსაც ომამდე 2 კაცი ჰყავდა მოკლული. მან მოხუცი ადამიანი ბენზინის რიგში მოკლა… მერე ჩვენ მივედით გარდაცვლილის ოჯახთან რომ სისხლის აღება არ მომხდარიყო და გავაჩერეთ… მეორე მკვლელობა კი საბილიარდოში ჩაიდინა… ბილიარდის ჯოხი თუ მაგიდა ვერ გაიყვეს და იქ კაცი მოკლა… ის მკვლელია… და ასეთ მკვლელს პუტინი კიდევაც ხვდებოდა, ხელსაც ართმევდა და ეხვეოდა..
 
რუსეთმა მამაცი საველე მეთაური, რომელიც ოდესღაც ღირსეულად იბრძოდა თავისი ერის თავისუფლებისათვის,  ტერორიზმის გზაზე დააყენა, რადგან, როგორც თავად იგი აცხადებდა, მას სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვეს. 
 
 
2007 წელს უმაროვმა კავკასიის იმარატის შექმნის შესახებ განაცხადა, რაც ჩრდილო კავკასიის მთელ რეგიონზე ბრძოლის გაფართოებას ნიშნავდა.
უმაროვი, როგორც  ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის ემირატის“ ხელმძღვანელი ,  მჭიდროდ თანამშრომლობდა  „ალ-ქაიდისა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ემისრებთან
 

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით,  დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში  რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ვაშინგტონმა  დოკუ უმაროვის  სახელი და გვარი  „მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელშეწყობის“ (Rewards for Justice) პროგრამაში ჩასვა  და ინფორმაციაზე, რომელიც მის დაჭერას შეუწყობს ხელს ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ დოკუ უმაროვი Rewards for Justice-ის პროგრამაში საკუთარი მნიშვნელობით მესამე კატეგორიის დამნაშავედ იქცა. პირველ ადგილზე 25-მილიონიანი ჯილდოთი  ბინ ლადენის მოადგილე და აშშ-ს აზრით ალ-ყაიდას ახალ ხელმძღვანელი აიმან აზ-ზავაჰირია, ხოლო მეორე ადგილზეა ავღანელი თალიბების ლიდერი მულა ომარი. მასზე 10-მილიონიანი ჯილდოა დაწესებული.
 
 
 
ინფორმაცია დოკუ უმაროვის ლიკვიდაციის შესახებ არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ იგი გარკვეული ხნის შემდეგ, ისევ ჩნდებოდა ვიდეორგოლებში, ბოლო ასეთი ინფორმაცია  2014 წლის 31 მარტს გავრცელდა, თუმცა ნეშტი აქამდე არ იყო ნაპოვნი. სხვათაშორის, არც ის იყო დადასტურებით ცნობილი, რა გახდა დოკუ უმაროვის გარდაცვალების მზეზი – ომში მიუღებული ჭრილობები, თუ ძლიერმოქმედი საწამლავი, რომელიც მას შეაპარეს, როგორც ამას ჩეჩნეთში ვარაუდობენ. 
 
და აი, გუშინ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება, რომ 22 სექტემბერს ინგუშეთში ტერორისტების მეთაურის, დოკუ უმაროვის ნეშტი იპოვეს. 

 
,,ხანგრძლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებების შედეგად, ინგუშეთის რესპუბლიკის ტყის მასივში 2013 წელს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაცის ფარგლებში განადგურებული ჩრდილოკავკასიური იატაკქვეშეთის ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის და მისი ბანდის ოთხი წევრის სამარხი აღმოაჩინა“, – აღნიშნავენ  უწყებაში.
 
 
სულ სხვაგვარად ხსნის დოკუ უმაროვის ფენომენის ამგვარი სახეცვლილების მიზეზს ლონდონში, ემიგრაციაში მცხოვრები ჩეჩენი პოლიტიკოსი, ჯოჰარ დუდაევის თანამებრძოლი  ახმედ ზაკაევი, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის კონცეფციის ავტორი და  მიმდევარია:
 
,,დოკუ უმაროვმა 2007 წელს გააკეთა გამცახდბა, რომ იგი ომს უცხადებს ამერიკას, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს. მანამდე იგი რუსეთის სპეცსამსახურების ხელში იყო და უცნაურია, რა სასწაულით განთავისუფლდა იქიდან, რის შემდეგაც გამოჩნდა სწორედ ეს განცხადება. უეჭველია,  იგი ამ დროს უკვე აბსოლუტურად რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლქვეშ იყო. ჩრდილოთ კავკასიაში მისი ორგანიზაციის  გამოჩენა პირდაპირ პასუხობდა რუსეთის ინტერესებს, რამდენადაც ადასტურებდა, რომ  ჩეჩნეთი იბრძოდა არა დამოუკდებლობისათვის, არა თავისი სახელმწიფოებრიობისათვის, არამედ ხალიფატის შექმნისთვის ,,ზღვიდან ზღვამდე’’. ამით რუსეთის პროპაგანდა ცდილობდა დაემტკიცებინა მსოფლიოსათვის, რომ ჩეჩნეთში მას ებრძვიან არა თავისუფლებისაკენ მსწრაფი ადამიანები, არამედ რადიკალკები, რომელნიც უპირისპირდებიან ცივილიზებულ სამყაროს’’ – აცხადებდა ახმეტ ზაკაევი 2014 წელს,  როცა გამოჩნდა ცნობა დოკუ უმაროვის დაღუპვის შესახებ. 
 
 

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...