მთავარისიახლეებიეკონომიკაბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა, მაგრამ მასში მიხეილ სააკაშვილი არ მჯდარა...

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა, მაგრამ მასში მიხეილ სააკაშვილი არ მჯდარა…

Published on

დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე  ბაქოდან კარწახამდე თბილისის გავლით მატარებელმა გაიარა. ამ ისტორიულ დღეს მატარებელში მისი შემოქმედის – პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცლად მისი ამ და სხვა ეპოქალური პროექტებისთვის ( რეალურად) და პიჯაკებისა და თაიგულებისთვის (იურიდიულად)  მდევნელი ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ისხდნენ თავმომწონედ.
 
საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, რომელმაც   დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან, აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად   თბილისიდან  კარწახამდე მატარებლით იმგზავრა, აცხადებს , რომ ეს ისტორიული დღეა.
 
,, ჩვენ გავხდით პირველი უწყვეტი სარკინიგზო მარშრუტის მოწმეები ბაქოდან ყარსამდე. ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ბაქოდან თავიანთი მატარებლით ჩამოვიდნენ თბილისში, ჩვენ მათ აქ შევუერთდით დილით და განვაგრძეთ გზა ყარსისკენ. ეს არის ოცნება, რომელიც ხდება. ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის მშენებლობას საფუძველი ათი წლის წინ ჩაეყარა და ახლა სრულდება. უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მიღწევა მთავრობებსა და თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს. ეს მხოლოდ სამი ქვეყნის დაახლოებას კი არ გამოიწვევს, არამედ ორ კონტინენტს – ევროპასა და აზიას უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან”, – განაცხადა გუმრუქჩუმ. 
 

”დღეს ბევრი შეხვედრა მქონდა და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი კლიენტი გვყავს, რომლებიც ამ მარშრუტის მოლოდინში არიან. ეს საცდელი გასვლა იყო, ხოლო დაახლოებით ერთი თვის თავზე კომერციული მატარებლები ივლიან ამ რკინიგზაზე, რომელიც ტვირთებს გადაზიდავს ჩინეთიდან, ყაზახეთიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. ეს ყოველივე შეცვლის მთლიან რეგიონს. მაგალითად, ყარსში, რომელიც ერთგვარად განვითარებად ქალაქადაა მიჩნეული, ეკონომიკის ბუმს ვიხილავთ. ასევე იქნება საქართველოში და აზერბაიჯანში. ძალიან ბედნიერები ვართ, – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
 
დღევანდელი მგზავრობა ინსპექტირებას ისახავდა მიზნად,  „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძის განვხადებით,  ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველი სატვირთო მატარებელი, დაახლოებით, 2 თვეში გაივლის. 
 
 
 
 
 
 
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, რომელიც მან 2013 წელს წარმოთქვა  ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე:
 
 ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის და ლაზიკას პროექტი ჩემი შვილები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად მიწევს იმის გამეორება, რომ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები არის ძალიან შენელებული ან შეჩერებული. 
 
"მე ისიც მოვისმინე, თურმე, ინფრასტრუქტურის მინისტრს ათქმევინეს, რომ ლაზიკას მშენებლობა გრძელდება. ლაზიკაში წარწერებიც კი მოხსნეს, სადაც "ლაზიკა" იყო მოხსენებული. რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქს, ეს აზერბაიჯანული ფული იყო და არა სუფთა ქართული, როგორც ლაზიკა და იქ მოხდა არა მშენებლობის შეჩერება, არამედ მკვეთრი შენელება", – აღნიშნა სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა მისი საყვარელი პროექტი იყო, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის ბოლოს მას უნდა გაეხსნა და რომელიცმისი საყვარელი პროექტი იყო, რადგან  ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობით ქვეყანას დიდი შესაძლებლობები ეხსნება.
 
"პირველ მატარებელში მე უნდა ჩავმჯდარიყავი მემანქანესთან ერთად, მატარებლის ტარებასაც ვსწავლობდი. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს მატარებელი წელს არ გავა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამათ, ეს მატარებელი უნდა გასულიყო წელს და ვეღარ გავა კიდევ ორი წელი. ვიყავი მე იმ გვირაბის მშენებლობაზე, მე ვერ მომატყუებენ. ბოლო წლებში "პრარაბადაც" ჩამოვყალიბდი. თქვეს, კვირას იმიტომ ჩამოვიდა, რომ იმედი ჰქონდა არ ვიმუშვებდითო. რა სისულელეა, კვირაობითაც, შაბათობითაც, ღამეც ვმუშაობდით. ეტყობა მე ვიღაცაში ვეშლები, თავისი მთავრობის რომელიმე წევრში. მე შაბათ-კვირასაც ვმუშაობდი, ღამეც და 9 საათზე არ ვიძინებ. ჩემი გრაფიკი მაქვს, მთელი ეს წლები ასე იყო და მშენებლობებიც ამ გრაფიკს იყო მორგებული. ჩავედი და აღმოვაჩინე, რომ მუშებს თვეობით არ აუღიათ ხელფასები. მთავარი გვირაბი, რომელიც შარშან უნდა დაგვემთავრებინა, დღეს უკვე გვეუბნებიან, თუ წელს დაიწყო, 456 დღეში დამთავრდებაო. ეს ნიშნავს არა მომავალ, არამედ იმის მომავალ წელს. რას ნიშნავს ეს ქართული ეკონომიკისთვის?! ავღანური ტვირთები, რომელიც უნდა გამოგვეტანა მომავალ წელს ლაზიკის პორტით და ყარსი-ახალქალაქით, ამით უამრავი ბიზნესი შეიქმნებოდა" – განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ეწურებოდა და ნიშნის მოგებით უბლოკავდნენ ყველა ეპოქალური მნივნელობის პროექტს .
 
რაც უნდა იგრიალონ ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე, მავანთა მატარებელი უკვე დეპოშია, ხოლო დევნილი პრეზიდენტის მიერ საქართველოსთვის ნალოლიავები პროექტები ადრე თუ გვიან მაინც შედგება. დღევანდელი დღე ამის დასტურია.  
 
 
 
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...