მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ შესაძლოა Outdoor.ge-ს სასამართლოში უჩივლოს

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ შესაძლოა Outdoor.ge-ს სასამართლოში უჩივლოს

Published on

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ შესაძლოა Outdoor.ge-ს სასამართლოში უჩივლოს.მიზეზი კი ისაა, რომ  კანდიდატის დომენტი სიჭინავას სარეკლამო ბილბორდები ქალაქში, რომელიც საარჩევნო აგიტაციისთვის იყო განკუთვნილი, განთავსებიდან რამდენიმე საათში ჩამოიშალა და ამ დრომდე არ გასწორებულა. სიჭინავას საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კომპანიას მასალია მანთავსებისთვის  საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს. 23 სექტემბერს განთავსდა ბილბორდები და იმავე დღესვე ჩამოიყარა მიყოლებით 4-ვე. წინასაარჩევნო პერიოდია და ვფიქრობთ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება და უპასუხისმგებლობა კომპანიის მხრიდან“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საარჩევნო შტაბის იურისტმა კესო ჩხიკვაძემ. „კომპანიაში განაცხადეს, რომ ბილბორდს ჰქონდა ტექნიკური პრობლემა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოთხივე ბილბორდს, რომელზეც დომენტი სიჭინავას პოსტერები განთავსდა, ტექნიკური პრობლემები ჰქონდათ. არაერთი ზარისა მითითებულ სარეკლამო კომპანიაში, დაუყოვნებლივ აღმოფხვრილიყო პრობლემა და არაერთი დაპირებისა, რომ ხარვეზი საღამომდე გამოსწორდებოდა, ამ დრომდე, ზვიად სიჭინავას სარეკლამო ბილბორდები კვლავ არ დამონტაჟებულა და კომპანიას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული მათ მონტაჟზე, თავიც კი არ შეუწუხებია ამის მოსაგვარებლად.“- ნათქვამია შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რაც შეეხება Outdoor.ge-ს, კომპანიაში აცხადებენ, რომ  ბილბორდებს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და მათი აღდგენა, ჯერჯერობით, უამინდობის გამო ვერ მოხერხდა.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...