მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფროსი საკუთარი სახლის სადარბაზოში მძიმედ დაჭრილი იპოვეს

შსს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფროსი საკუთარი სახლის სადარბაზოში მძიმედ დაჭრილი იპოვეს

Published on

დღეს თბილისში, შარტავას ქ. #35 –სი, საკუთარი სახლის სადარბაზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ტაკიძე    დაჭრეს. იგი მეზობელმა  ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ნახა. 
 
მეზობლების ინფორმაციით, ზურაბ ტაკიძე მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, თუმცა ის მეზობელმა დაჭრილი მეოთხე სართულზე ნახა. რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.
 
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. ტაკიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძებები უტარდება. 
 
 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...