მთავარისიახლეებიეკონომიკაგიორგი გახარია – საქართველოში ეკონომიკის მინისტრი, რუსეთში – რესტორნის მფლობელი

გიორგი გახარია – საქართველოში ეკონომიკის მინისტრი, რუსეთში – რესტორნის მფლობელი

Published on

რუსეთის საგადასახადო სამსახურის ახალი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია, კომპანია „ფუდოტელის“ მფლობელია. ეს არის  კომპანია, რომელიც მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში რესტორანს ფლობს. – ასეთი სკანდალუი იმფორმაცია გავრცელდა  დღეს რუსთავი 2 – ის ეთერში. 
 
გიორგი გახარია კომპანიის ერთ-ერთი სარეკლამო ვიდეორგოლშიც ჩანს.
 
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრს რუსეთში არსებულ კომპანიებთან კავშირი არ აქვს.
 
თავად გახარიამ შეკითხვას სხვა ტელეკომპანიის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ არანაირი ბიზნესინტერესები სხვა ქვეყნის კომპანიებში არ აქვს.
 
მინისტრის სახელი სააქციო საზოგადოება „შეფის“ წილის მფლობელებს შორისაც ფიგურირებს. როგორც ირკვევა,  გახარიას, კომპანია „შტულე ჰოლდინგ ლიმითედი“ კომპანიის 80% წილის სანაცვლოდ თანხის გადაუხდელობაში და წილების მითვისებაში ადანაშაულებს და საქმე საარბიტრაჟო სასამართლოშიც მოხვდა.
 
ამ საკითხზე ეკონომიკის სამინიტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მიერ ამ თანამდებობის დაკავებამდე არსებული ბიზნესურთიერთობების დროს საქმე მართლაც მოხდა საარბიტრაჟო სასამართლოში, მაგრამ დღეს, ამ საქმესთან გიორგი გახარიას კავშირი არ აქვს.
 
თუმცა, 2013-2014 წლრბში გახარია საგადასახადო ომბუდსმენი იყო და ვალდებულება ჰქონდა კომპანიის მფლობელობის შესახებ დეკლარაციაში მიეთითებინა.
 
დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში,  თანამდებობის პირს ჯარიმა ეკისრება, მაგრამ თუ გაჩნდა ეჭვი, რომ დეკლარაცია განზრახ არასწორად შეავსეს, მაშინ საქმე საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...