.
წუხელ დაახლოებით 10 საათზე გაგრის ცენტრში აფეთქება მოხდა, აფეთქდა არძინბას ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ერთერთი საწყობი, რის შედეგადაც დაშავდა მაღაზიის მეპატრონე, 1961 წელს დაბადებული რ. ჯოპუა, რომელიც მრავლობითი ჭრილობებით გაგრის ცენტრალურ საავადყოფოშია გადაყვანილი.
ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირევული აფხაზეთის შს სამინისტროს პრეს სამსახური ავრცელებს.
აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია . მიმდინარეობს გამოზიება. ადგილზე კრიმინალისტ- ექსპერტები მუშაობენ