მთავარისიახლეებიუკრაინადავით საყვარელიძე: პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი...

დავით საყვარელიძე: პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი არალოიალურ პირს

Published on

უკრაინული პარტია „ახალი ძალების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე აცხადებს,  რომ პეტრო პოროშენკო აგრძელებს არასასურველი ოპონენტების გზიდან ჩამოშორების მცდელობას ყოვლად მიუღებელი მეთოდბით. ინფორმაციას ავრცელებს:
 
„ამ წუთას მივიღე არაოფიციალური და ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს მოქალაქეობა ჩამომართვას მე და კიდევ რამდენიმე მისადმი არალოიალურ პირს მათი რიცხვიდან, ვისაც ორი წლის წინ ეს მოქალაქეობა მანვე მოგვანიჭა.– წერს თავის facebook გვერდზე დავით საყვარელიძე – ,მე ძალიან მაშინებს ჩვენი ქვეყნის ბედი, რომელსაც კლინიკური პარანოიით დაავადებული ადამიანი მართავს. ეს ადამიანია მთავარსარდალიც, კონსტიტუციის გარანტიც და ომის მონაწილე ქვეყნის ლიდერიც. არ დაგიმალავთ, მე ველოდებოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მაგრამ ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ პოროშენკო საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციისთვის ასეთ მავნე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. 
 
ადამიანის სახელმწიფოსთან დამაკავშირებელი ყველაზე მთავარი სიმბოლოს – პასპორტისა და მოქალაქეობის – ფეხქვეშ გათელვა – ძალიან ცუდი საქციელია. ეს არ შეშვენის არც მამაკაცს, არც პრეზიდენტს და არც მთავარსარდალს.
 
ვიდრე ხელისუფლებაში ღირსეული ხალხი არ მოვა და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ შეიქმნება, მე იძულებული ვიქნები მოქალაქეობის აღდგენისთვის ახლანდელ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში ვიბრძოლო“, – წერს დავით საყვარელიძე.
 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...