მთავარისიახლეებისაზოგადოებასაოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

საოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

Published on

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცისანა ტატიშვილი სხვადასხვა დროს გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარიას თეატრის, ბერლინის კომიშე ოპერისა და დოიჩე ოპრის სცენებზე. მღეროდა ერევნის, ბაქოს, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბონის, კიოლნის, მიუნჰენის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის სახელმწიფო ოპერის, ვენის თეატრების სცენებზე.
ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეს შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.
ცისანა ტატიშვილს 2010 წელს ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....