მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსმა ბიზანტური მუსიკის გუნდის კონცერტზე საქართველოს ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, კერძოდ კი, ბავშვების,...

სანდრა რულოვსმა ბიზანტური მუსიკის გუნდის კონცერტზე საქართველოს ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, კერძოდ კი, ბავშვების, სტუდენტებისა და მოხუცების თაობაზე ისაუბრა

Published on

სანდრა რულოვსმა ბიზანტური მუსიკის გუნდის კონცერტზე საქართველოს ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, კერძოდ კი, ბავშვების, სტუდენტებისა და მოხუცების თაობაზე ისაუბრა. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.“ბიზანტური მუსიკის გუნდი ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგიდან ფონდი ,,SOCO” –ს ერთგული სპონსორია მრავალი წლის მანძილზე. საქართველოში ქველმოქმედების განხორციელებისათვის მათ მიერ ორგანიზებული კლასიკური მუსიკის კონცერტზე ვიყავი მიწვეული როგორც საპატიო სტუმარი, სადაც აუდიტორიას მივმართე საქართველოს ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, კერძოდ კი, ბავშვების, სტუდენტებისა და მოხუცების თაობაზე.ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო ცნობილ ჰოლანდიელ ავტორთან, არტურ ჟაპინთან ხელახალი შეხვედრა მისი ახალი წიგნის ,,კოლიას” პრეზენტაციაზე, ნიდერლანდებში. ეს ახალი ბესტსელერი, ისტორიული ნოველა ძმები ჩაიკოვსკების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ვიმედოვნებ, რომ არტური კვლავ ესტუმრება საქართველოს, სადაც მას ამდენი საინტერესო ისტორია ელოდება, რომელთა ასახვასაც თავის წიგნებში შესძლებს, რათა სიცოცხლე შესძინოს მათ და გააცნოს მსოფლიოს.“- წერს სანდრა რულოვსი 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...