მთავარისიახლეებისაზოგადოებათუშეთში, სოფელ გირევთან და ადიგენში ხანძარია

თუშეთში, სოფელ გირევთან და ადიგენში ხანძარია

Published on

თუშეთში, სოფელ გირევთან  ხმელ  ბალახს კვლავ უკიდია ცეცხლი, რომელიც წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით,  ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს,  ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობას რეინჯერები და მეტყევეებიც იღებენ.მაგრამ , მაგრამ ხანძრის კერებამდე მიახლოება რთულია, რადგან ცეცხლი ძირითადად კლდეზეა გავრცელებული და გადაადგილება ჭირს.
 
თუშეთში ხანძარის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
 
ხანძარია ადიგენში,  ღარღვლის ტყეში. ხანძრის კერებთან მიახლოებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ მეხანძრე მაშველები, თუმცა რთული რელიეფის და დაბალი ხილვადობის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
 
ხანძრის კერებთან მისასვლელად მიმდინარეობს გზის გაჭრაც. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...