მთავარისიახლეებისამართალისტრასბურგის სასამართლო წულუკიანში არც მორალურ და არც პროფესიულ სიხარულს არ იწვევს

სტრასბურგის სასამართლო წულუკიანში არც მორალურ და არც პროფესიულ სიხარულს არ იწვევს

Published on

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმე არასათანადოდ განიხილა.
 
მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მთავრობა გაამართლა, რაც მასში არც მორალურ და არც პროფესიულ სიხარულს არ იწვევს.
 
„გვანცა ყუფარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც პრაქტიკულად მთავრობა გამართლდა, არავითარ პროფესიულ და მითუმეტეს მორალურ სიხარულს ჩვენში არ იწვევს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება რეალურად არ შესულა სიღრმეებში. მე რა თქმა უნდა, მინახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც გაცილებით უფრო დეტალურად იხილავს ხოლმე პატიმრის და მითუმეტეს არასრულწლოვნის და მითუმეტეს გოგონას უფლებებს. დაველოდოთ მომჩივანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
სტრასბურგის სასამართლომ ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით, ევროკონვენციის ვერცერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. მოსარჩელე საქართველოს სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვასა და საპატიმროში არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდა.
 
გვანცა ყუფარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2011 წელს დატოვა და ამჟამად იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...