მთავარისიახლეებისაზოგადოებამწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები მოქალაქეების შეკითხვებს ზუგდიდში უპასუხებენ

მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები მოქალაქეების შეკითხვებს ზუგდიდში უპასუხებენ

Published on

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებულ ამერიკულ კუთხეში  გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა აშშ-ის საკონსულოს წარმოამდგენლებთან მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენლები მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებენ.ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა. შეხვედრა თავისუფალია და ის  25 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...