მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეიდან ძალაში შევიდა შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სპეციალური ბრძანება, რომელიც...

დღეიდან ძალაში შევიდა შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სპეციალური ბრძანება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება

Published on

დღეიდან  ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის  სპეციალური ბრძანება, რომელიც  21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებს ეხება
მასში გათვა;იწინწებულია დამატებითი ღონისძიებები, რომელსა სამინიტრო გეგმავს არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის. ს
 
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრძანება, ასევე, ითვალისწინებს პოლიციელთა ვალდებულებას როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.
 
”ბრძანების შესაბამისად, სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და რისკების მუდმივი შეფასებისათვის საპოლიციო ძალების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი ჩატარების ორგანიზებას.
 
წელს პირველად, შს მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან არჩევნების დღემდე, პასუხისმგებელი ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ: წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის სათანადო ზომების მიღებას, მათ შორის, ”პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებას, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსალოდნელია ძალადობა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სხვაგვარი დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესს.
 
კენჭისყრის დღეს – 21 ოქტომბერს პასუხისმგებელი ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ: საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ტერიტორიული ჯგუფების მართვაში არსებული საპოლიციო ძალების მეშვეობით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განახორციელებას, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.
 
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მეშვეობით, კენჭისყრის შენობაში პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
 

სიახლეები

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა – დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც მედია წერს, მოულოდნელად, სულ მცირე ექვსი ოპოზიციური...

ჩვენ ვართ ევროპა! – დღეს, 19:00 საათზე, აქცია პარლამენტის წინ

დღეს, 19 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება, საიდანაც ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში...

“გლობალური ომის პარტია არის რუსეთი”…”საქართველო ევროპაა და არა რუსეთი…” – ევროპელი დეპუტატები

შემდეგი ნაბიჯი არის ყველა სავარაუდო დარღვევის დამოუკიდებელი გამოძიება, რათა აღდგეს ნდობა პროცესის მიმართ. დამოუკიდებელი...

“როდესაც “ოცნება” ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან” -პავილიონისი EU-ში გაწევრიანებაზე

ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას - აცხადებს ლიეტუვას პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროკავშირში გაწევრიანების...