საქართველოში კოსმოსს 1932 წლიდან აკვირდებიან. ამ პერიოდში დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც ასტრონომიული დაკვირვებებისთვის უნიკალური პირობებით ხასიათდება. აბასთუმანი ერთ-ერთი ადგილია, სადაც პირველი ქართველი ასტროფოტოგრაფები ღამის ცას აფიქსირებენ. Geo-Astro ქართველი ასტროფოტოგრაფებისგან შემდგარი ჯგუფია, მათ ნამუშევრებს საქართველოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა კამერაზე აღბეჭდილმა ქართულმა ცამ ისეთი გამოცემების აღიარება დაიმსახურაა, როგორიცაა aapodx2-ი და astrobin-ი. ქართველი ასტროფოტოგრაფების ნამუშევრები გამოცემა aapodx2-მა დღის ფოტოებადაც დაასახელა.როგორც ჯგუფის წევრი, ლევან ვერძეული "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აღნიშნავს, ასტროფოტოგრაფია, ტრადიციული ფოტოგრაფიისგან განსხვავებით, ტექნიკურად გაცილებით რთულად შესასრულებელია და ერთი სურათის გადაღებას ხშირად რამდენიმე ღამეც კი სჭირდება."ვიზუალურ ასტრონომიას საქართველოში დიდი ისტორია აქვს და აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას უკავშირდება. ასტროფოტოგრაფია მასთან შედარებით ახალი ტენდენციაა მსოფლიოშიც და საქართველოშიც.ასტროფოტოგრაფიის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება, რადგან ტელესკოპები, ასტრო კამერები და სხვა აპარატურა შედარებით ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა თავის სპეციფიკასთან დაკავშირებული სირთულიდან გამომდინარე, პოპულარობით მაინც ჩამორჩება ფოტოგრაფიის სხვა ჟანრებს. საქართველოში შორეული კოსმოსის გადაღებით ამჟამად მხოლოდ ჩვენ ვართ დაკავებული, ღამის ცას კი (ირმის ნახტომი, ღამის პეიზაჟები) შედარებით ბევრი ფოტოგრაფი იღებს“, – ამბობს ლევან ვერძეული.
ასტრონომიული საოცრება აბასთუმნიდან [Video]
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...