მთავარისიახლეებისაზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის ბუფეტების შემოწმებას იწყებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის ბუფეტების შემოწმებას იწყებს

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტო დღეიდან სკოლის ბუფეტებში გეგმურ ინსპექტირებას დაიწყებს. აცხადებს  სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე.მისივე თქმით, სკოლის ბუფეტებში გეგმური ინსპექტირება ეტაპობრივად მოხდება და პირველ რიგში უფრო მაღალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები შემოწმდება.„ჩვენ გვაქვს რისკის შეფასების ელექტრონული პროგრამა, რომელიც პროგრამულად, სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით აფასებს ყველა ბიზნეს ოპერატორის რისკებს, მათ შორის, სკოლის ბუფეტების. რისკის შეფასების ოთხი კრიტერიუმი გვაქვს. ამ შერჩევის შედეგად, რომელთაც მაღალი ქულა ექნებათ, ჯერ ის სკოლის ბუფეტები შემოწმდება. შემდეგ საშუალო და დაბალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათ გარკვეული სანქციები დაეკისრებათ. ბუფეტებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტებზე ორი სკოლა დაჯარიმდა. ჯერჯერობით სერიოზული შემთხვევები არ გვქონია. დაჯარიმება ხდება ასევე მითითებების შეუსრულებლობაზე, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის გამო და სხვა“, – განაცხადა მიქაძემ. მისივე თქმით, სკოლის ბუფეტების გეგმურ შემოწმებასთან ერთად ისინი ასევე ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, ასევე დოკუმენტურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ. მიქაძემ აღნიშნა, რომ არაგეგმური შემოწმება საჩივრის ან შეტყობინების შესვლის შემთხვევაში ხდება. „მიმდინარე წელს გეგმურად შემოწმების დროს გარკვეული სკოლის ბუფეტებს მითითებები უკვე მიეცათ. თუ ეს მითითებები შესრულებული არ არის, გადამოწმებისას მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები განხორციელდება“, – განაცხადა მიქაძემ.სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 2017 წელს, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, გეგმური ინსპექტირებით უკვე 108 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. არაგეგმური ინსპექტირება კი ერთ სკოლაში განხორციელდა და 141 სკოლა გადამოწმდა. დოკუმენტური შემოწმება 102 სკოლის ბუფეტში მოხდა. მიქაძის თქმით, 2016 წელს ასევე გეგმური ინსპექტირების ნაწილში 287 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. არაგეგმური ინსპექტირება კი ორ სკოლაში ჩატარდა. გადამოწმება 203 სკოლის ბუფეტში მოხდა. ასევე დოკუმენტური შემოწმება 818 სკოლის ბუფეტში განხორციელდა.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...