მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოში 15 ოქტომბრიდან საწვავი 4-6 თეთრით გაძვირდა

საქართველოში 15 ოქტომბრიდან საწვავი 4-6 თეთრით გაძვირდა

Published on

საქართველოში  საწვავი გაძვირდა. 15 ოქტომბრიდან  ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, გარდა „სოკარისა“ და „ლუკოილის“ სადგურებისა , დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა. 
ფასები მომატებულია   „ვისოლში“, „რომპეტროლსა“ და „გალფში. “ 
 
„ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე ეკო სუპერი – 1.95 ლარიდან 2 ლარამდე გაძვირდა; ეკოპრემიუმის ფასი 1.79-დან – 1.84-მდე ; ევრო რეგულარის ფასი – 1.59-დან – 1.64-მდე გაიზარდა; უცვლელი დარჩა ეკო ევრო რეგულარის ფასი და კვლავ 1.75 ღირს; რაც შეეხება დიზელს, ეკო დიზელის ფასი უცვლელია და ისევ 1.75 ლარი ღირს; დიზელ ენერჯის ფასმა კი 1.55-დან 1.60 ლარამდე მოიმატა. 
 
 „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებში ევრო პრემიუმი – 1.77 ლარი ღირდა და 1.83 გახდა; ევრო რეგულარის ფასი – 1.55-დან 1.61 ლარამდე გაიზარდა; უცვლელი დარჩა სუპერის ღირებულება და დღესაც 1.99 ღირს; efix ევრო დიზელის საფასური – 1.76-დან 1.80-მდე გაძვირდა; ხოლო ევრო დიზელი 1.57 ღირდა და 1.61 ლარი გახდა. 
 
„გალფის“ სადგურებში G-Force პრემიუმი – 1.77 ღირდა და დღეიდან 1.82 გახდა; G-Force ევრო რეგულარის ფასი 1.67-დან – 1.72-მდე გაიზარდა; რეგულარის ფასმა 1.58 ლარიდან 1.64-მდე მოიმატა;
უცვლელი დარჩა დიზელის ფასი. კერძოდ, ევრო დიზელი კვლავ 1.75, დიზელი კი 1.59 ლარი ღირს.
 
 ფასის ცვლილება ბენზინზე აგვისტოს ბოლოს დაიწყო და დღემდე უკვე 10 თეთრამდე მოიმატა.
 

 სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ნავთობთან ერთად ფასი სხვა პროდუქტებზეც გაიზარდოს. ექსპერტები საწვავზე ფასის მატებას ლარის გაუფასურებით ხსნიან, მათი ნაწილი კი  ფასის მატებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიებს ბენზინის გაძვირების თავისი ახსნა აქვთ და მას მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის 20% იან ზრდას უკავშირებენ. ამბობენ, რომ კომპანიებმა ფასი მხოლოდ იმ საწვავზე გაზარდეს რომლის მარაგიც თითქმის ამოწურულია.
 სპეციალისტები არ გამორიცხავენ რომ ფასის მატება საქართველოს ბაზარზე ლარის გაუფასურების შემთხვევაში კიდევ გაგრძელდეს.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....