მთავარისიახლეებიმსოფლიომექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

Published on

მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, 7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა გამოიწვია.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქის მახლობლად მდებარე  შტატ პუებლოში იყო.
  მობილიზებულია  სამაშველო სამსახურები, არმია,  სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მოსახლეობაც, 
ტრაგედიის შედეგები და მასშტაბები, ზარალის,  ადამიანური მსხვერპლის ოდენობა   ჯერ კიდევ უცნობია.   ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 226  ადამიანი. 
 
 
დანგრეულია ათეულობით შენობა მეხიკოში,  მათ შორის სკოლა, სადაც მიწისძვრის დროს 50 ზე მეტი მოსწავლე და მათი მასწავებლები იმყოფებოდენ.  ნანგრევებში უკვე იპოვეს 20 ცხედარი, დანარჩენი 30 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ ცხედრებს აქამდე უშედეგოდ ეძებენ.  ნგრევის სიმძიის გამო ვინმეს ცოცხლად პოვნის იმედი არ არის. 
მეხიკოს აეროპორტი დახურულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუირეულია დაზიანებული შენობებიდან. 
ხელისუფლების ცნობით, როგორც მინიმუმ 3,8 მილიონი კაცი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
 
მექსიკაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან..
Twitter-ის საშუალებით დონალდ ტრამპმა მექსიკელებს სოლიდარობა გამოუცხადა და დახმარებას დაჰპირდა.
დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში.
„ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის,  თუკი ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამის სურვილს გამოთქვამს”,-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...