ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია

0
403
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთს მგლები შეესია. მტაცებელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. ადგილობრივების თქმით, ადრე მტაცებლის შემოსევა ხშირი იყო და ბევრი ოჯახიც დაზარალდა, თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და, შესაბამისად, მშვიდად იყვნენ. ისინი შიშობენ, რომ შინურ ცხოველებზე მტაცებლის თავდასხმა მასობრივ ხასიათს მიიღებს. მოსახლეობა მგლის შემოსევას ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს უკავშირებს. პატარა ფოთის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 
„მგელმა ხუთი ძროხა დაგლიჯა. ეს თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. სოფელში რომ ცხოვრობ, უნდა გყავდეს ფრინველი და ცხოველი. მტაცებელი ასე თუ შემოგვესია, დავრჩებით ლუკმა პურის გარეშე, დავიღუპებით. რიგით მოქალაქეს კი უფლება არ აქვს მგელი მოკლას – დაჯარიმდება. ვითხოვთ ყურადღბას“, – განაცხადა მირიან ჩიქობავამ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ შექმნილია მონადირეთა ჯგუფი, რომელიც საძოვარსა და ტყეში პატრულირებს, თუმცა, მგლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.
წინა სტატიაზუგდიდში, დევნილების კომპაქტურ ჩასახლებაში ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური