ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბეჟან გუნავას საქმის განხილვა 5 ოქტომბრამდე გადაიდო, იქამდე კი გუნავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო, რათა მათ საქმის მასალები გადაეცეთ და ასევე დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვონ. როგორც ბეჟან გუნავამ განაცხადა, მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. ის, ასევე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს."ჩემს დაკავებას წინ უძღოდა დარტყმა წელის არეში და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 100 მეტრი მათრიეს ხელბორკილდადებული. მომაყენეს დაზიანებები. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული შემოწმებისას. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში აუცილებლად გავმართლდები, თუმცა ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძალადეს", – განაცხადა ბეჟან გუნავამ. თავის მხრივ, გუნავას ადვოკატმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, რომ ისინი დღესვე მიმართავენ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყოს მოკვლევა ბეჟან გუნავას დაკავებისას ძალის გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით.
სიახლეები
სიახლეები
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა
4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...
სიახლეები
ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს:
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...
სიახლეები
იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს
Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ
ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...