მთავარისიახლეებიპოლიტიკაბეჟან გუნავა დაკავებულია და, როგორც ,,პატრიოტთა ალიანსში'' აცხადებენ, ნაცემიც

ბეჟან გუნავა დაკავებულია და, როგორც ,,პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, ნაცემიც

Published on

 ბეჟან გუნავა  დაკავებულია. პატრიოტთა ალიანსის“ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი.სამართალდამცველებმა პარლამენტთან, პარტიის მიერ გამართულ აქციაზე წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების საფუძველზე აიყვანეს.
 
ხმაური და დაპირისპირება თბილისის პარლამენტის შენობასთან ბანერის დადგმას მოჰყვა, რის საშუალებასაც აქციის მონაწილეებს პოლიცია არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ პარტიის წევრებმა ბანერი ნებართვით მაინც განათავსეს.
 
„ძალიან სამწუხაროა, რომ ექსცესები ახლდა ამას თან. მაგრამ მნიშვნელოვანია აქ გადაწყვეტილება. მე საჯაროდ მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს, მივმართე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ჩვენთვის არ შეექმნათ დაბრკოლება  ამ ბანერის განთავსებისას. კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, საჯაროდ გამოაქვეყნონ მათ მოთხოვნები,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
 
 ბეჟან გუნავა, გვიან ღამით სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა მოინახულა.
დაკავებულის მდგომარეობა მან ადგილზე მისულ პარტიის წევრებს გააცნო.
ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, ბეჟან გუნავას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც დაკავების დროს მიიღო.
 

„პატრიოტთა ალიანსი“ 17 სექტემბრიდან მართავს აქციებს საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური პრობლემების გადაჭრისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით . პარტიის რამდენიმე აქტივისტი მეოთხე  დღეა შიმშილობს..

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...